Friday, May 10, 2013


1. პროექტის სახელწოდება: რატომ ერიდებიან  მოსწავლეები  მათემატიკის არჩევას კითხვებზე პასუხების გასაცემად სხვადასხვა იტელექტუალური შეჯიბრებებისას?
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გამოიკვლიონ მეცნიერების რა ნაწილს აირჩევენ რესპოდენტები, თუ სატელევიზიო გადაცემაში მიიღებდნენ მონაწილეობას.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს უღვივდება ინტერესი მათემატიკისადმი, ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნების განვითარებას, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, აჩვევს დამოუკიდებელ აზროვნებას.
4. პროექტის მიზნები: რაც შეიძლება მეტმა მოსწავლემ აირჩიოს მათემატიკა ინტელექტუალური შეჯიბრებებისას. დაინახონ, თუ  რატომაა ის  საინტერესო  და  სახალისო. მიიღონ ემოციური დატვირთვა,  შესაძლებლობები გამოავლინონ, თავიანთი ადგილი და მოწოდება აღმოაჩინონ.
5. მონაწილეთა ასაკი; 12 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
 7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები  ისწავლიან  მონაცემების  შეგროვებას, დამუშავებას,  წარმოდგენას  სხვადასხვა  ფორმით, Exсel-ის გამოყენებით ააგებენ დიაგრამას. შეარჩევენ მასალას, რომლის გამოყენებაც სასურველია გადაცემების  დროს - კითხვებს, რომლებზეც სწრაფად შეიძლება გაეცეს პასუხები.
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ფურცლები, საწერი  კალმები,  კომპიუტერი, მათემატიკის  სახელმძღვანელო.
9. პროექტის მსვლლობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები, გამოიკვლევენ  უკანასკნელ გადაცემაში დასმულ კითხვებს  მათემატიკაში, იძლევა თუ  არა სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელო საკმარის მასალას კითხვებზე პასუხის გასაცემად? გამართავენ დისკუსიას მოძიებულ მასალაზე. ჩაატარებენ  მათემატიკურ  შეჯიბრს 2 ჯგუფს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად, ამ ჯგუფების მიერ შერჩეული მასალის მიხედვით.
ბლიცკითხვები:
1.ტოლობა, რომელიც ცვლადს შეიცავს-
2.წრეწირის სიგრძის დიამეტრთან შეფარდება-
3.ტოლი თანამამრავლების ნამრავლი-
4.ორი შეფარდების სწორი ტოლობა-
5.რიცხვის მეასედი ნაწილი-
6. ტოლგვერდა სამკუთხედის გრადუსული ზომები-
7. რამდენი კოორდინატით განისაზღვრება სიბრტყეზე წერტილი?-
8. სიბრტყის მოცემული წერტილიდან თანაბრად დაშორებულ წერტილთა სიმრავლე-
9. მონაკვეთი, რომელიც წრეწირის ორ წერტილს აერთებს და ცენტრზე გადის.-
10. 200-ის 25%-
11. საქონლის ღირებულებამ მოიმატა 200%-ით, რამდენჯერ მოიმატა?-
12. მონაცემთა უდიდეს და უმცირეს მნიშვნელობათა შორის სხვაობა-
13. მანძილი წრეწირის ცენტრიდან მის ნებისმიერ წერტილამდე.-
14. მონაკვეთი, რომელიც კუთხეს შუაზე ყოფს-
15. სამკუთხედის კუთხეების ჯამი-
16. 3-ის შებრუნებული-
17. სრული კუთხის გრადუსული ზომა-
18.მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხეების ჯამი-
19. ხაზს ზემოთ დაწერილი რიცხვი-
20.რიცხვს,რომელსაც 2-ზე მეტი გამყოფი აქვს.-
21.ნატურალურ რიცხვს, რომელზეც მოცემული მოცემული ნატ. რიცხვი იყოფა-
22.რიცხვს,რომელიც მოცემულ ნატურალურ რიცხვზე იყოფა-
23.რიცხვს,რომელსაც 2 გამყოფი აქვს-
24. ხაზს ქვემოთ დაწერილი რიცხვი-
25.კუბის გვერდია 3 სმ, რას უდრის მოცულობა?
26.ოთხკუთხედის კუთხეების ჯამი-
27.მართკუთხედის პერიმეტრია 24 სმ, ერთი გვერდია 3სმ, რას უდრის მეორე გვერდი?
28.უარყოფითი რიცხვების ჯამი-
29.მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხეების ჯამი-
30 საქონლის ღირებულებამ მოიმატა 3-ჯერ, რამდენი %-ით მოიმატა?- 
10.. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში: მათემატიკა
11. პროექტის ხელმძღვანელი: მარინე სანაძე
12. ხელმძღვანელის ელ.-ფოსტა:marine.sanadze@gmail.com